ახალი ამბები
სათაფლიაში, ოკაცეს კანიონსა და პრომეთეს მღვიმეში ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია
FaceBook
2023 წლის 4 თვის მონაცემით, საქართველოს ყველაზე პოპულარულ 4 დაცულ ტერიტორიას 48 415 ვიზიტორი ეწვია.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ეს ციფრი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, 34%-ით არის გაზრდილი.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, 2023 წლის 4 თვეში, სათაფლიას 94%-ით, ოკაცეს კანიონს 44%-ით, მარტვილის კანიონს 30%-ით, ხოლო პრომეთეს მღვიმეს 21%-ით მეტი ვიზიტორი სტუმრობდა, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.

"აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებზე საგრძნობლად არის გაზრდილი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაც, რომელთა შორის ჭარბობს სტუმრები პოლონეთიდან, ინდოეთიდან, ლატვიიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ჩვენი უნიკალური ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებას, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებაში, რაც პოზიტიურად ისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე",  -  აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.
Print