ახალი ამბები
ქუთაისელი სანდრო ბაზაძე სეულის გრან-პრის ვერცხლის პრიზიორია
FaceBook
ხმლით მოფარიკავე ქართველი  სანდრო ბაზაძე სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართული გრან-პრის ვერცხლის მედალოსანია.

ქართველმა სპორტსმენმა ფინალური ორთაბრძოლა სამხრეთ კორეის წარმომადგენელ სანგუკ ოსთან (15:14) დათმო.

უაღრესად დაზაბულ შეხვედრაში სამხრეთ კორეელი  შეხვედრის მიწურულს 14:11 დაწინაურდა. სანდრო ბაზაძემ შეძლო მობილიზება და ანგარიში გათანაბრა, მაგრამ, სამწუხაროდ, გადამწყვეტი ჩხვლეტა გაუშვა და სეულის გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

თუმცა მანამდე 2023 წელი მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო.

29 წლის სპორტსმენმა, ტუნისში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - გრან პრიზე - ოქროს მედალი მოიპოვა.


Print