ახალი ამბები
TI - ქუთაისის მერიაში მოქალაქეთა მიმართვიანობაზე ნულოვანი მაჩვენებელია
FaceBook
ქუთაისის მოსახლეობის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ შეტყობინებების მაჩვენებელი მაღალი არ არის.

მოსახლეობის შეტყობინებების მაჩვენებლის მონაცემები არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოკვეთა.

კველევის თანახმად, მოქალაქეთა 17 შეტყობინება, რომელთა უმრავლესობა ჯერ კიდევ 2014 წელს იყო გაგზავნილი, ამ დრომდე რეაგირების გარეშეა. მათ შორის, 9 შეტყობინება გზის საფარის მოწესრიგებას, 4 გარე განათების მოწესრიგებას, 5 კი დაზიანებული საკანალიზაციო გაყვანილობისა და წყალსადენი მილების აღდგენას შეეხება.

არასამთავრობო ორგანიზციის წარმომადგენლების განმარტებით, პროექტში "შეაკეთე ჩემი ქუჩა" მონაწილე 4 ქალაქს შორის, ქუთაისი ერთადერთი ქალაქია, რომელსაც მოქალაქეთა მიმართვიანობაზე მუნიციპალური ორგანოების მხრიდან რეაგირების ნულოვანი მაჩვენებელი აქვს.

აღნიშნული კვლევისგან გასხვავებით, ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ გასული წლის ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს მერიის კანცელარიის მიერ 10 675 საშვი გაიცა. აქედან, ქალაქის მერთან მიღებაზე 868 მოქალაქე ჩაეწერა, საიდანაც ქალაქის პირველ პირს 590 ადამიანი შეხვდა.


Print