ახალი ამბები
"ოცნებისთვის" ხმის მიცემა ნიშნავს ქუთაისისთვის დაკარგული პერსპექტივისთვის ხმის მიცემას"
FaceBook
მინი ქალაქი, რეგიონალური ცენტრი, საერთაშორისო IT ჰაბი - ეს ის პროექტებია, რომლებსაც "ქართული ოცნება", სხვადახვა წლებში, ქუთაისელებს პარლამენტის ნაცვლად, პირდებოდა და რომელი პროექტებიდანაც არც ერთი არ განხორციელებულა.

ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა თემურ ცამციშვილთან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

დღეს, როცა ქუთაისში ავტოქარხნის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევნენ, ცამციშვილმა, სიმბოლურად, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ბანერები მიიტანა და მოქალაქეებს გაახსენა, რომ ხელისუფლებამ პარლამენტის წართმევით პერსპექტიული მომავალი წაართვა.

"დღეს შუალედური არჩევნებია ავტოქარხნის მაჟორიტარულ ოლქში და სიმბოლურად, გვინდა, მოსახლეობას შევახსენოთ, რომ "ოცნებამ" პარლამენტის გადატანით პერსპექტივა დაუკარგა არა მარტო ავტოქარხნის მოსახლეობას, არამედ მთელს ქუთაისს, მთელს რეგიონს, რომ ვყოფილიყავით ადმინისტრაციული, პოლიტიკური ცენტრი. პარლამენტის ნაცვლად ხელისუფლება გვპირდებოდა 2016 წელს მინი ქალაქის მშენებლობას, 2018 წელს რეგიონულ შსს-ს ცენტრს, ბოლო დაპირება არის გაცემული 2022 წლის დასაწყისში, რომ აქ გვექნებოდა საერთაშორისო ტექნოლოგიური ცენტრი. როგორც ხედავთ არც ერთი დაპირება არ შეარულდა. "ოცნებისთვის" ხმის მიცემა ნიშნავს ქალაქის დაკარგული პერსპექტივისთვის ხმის მიცემას",- განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

ქუთაისში საკანონმდებლო ორგანო 2019 წლიდან აღარ ფუნქციონირებს.

ქალაქში დღეს საკრებულოში ავტოქარხნის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. აღნიშნულ პოსტზე „ქართულმა ოცნებამ“ #30 საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ გიორგაძე წარადგინა. მას კონკურენტი არ ჰყავს, ვინაიდან თავისი კანდიდატი გამარჯვებულ ოლქში "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და არც სხვა რომელიმე პარტიას არ წარუდგენია.

დღეს შუალედური არჩევნები 10 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი არჩევნებია, სადაც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით იყენებს.

Print