ახალი ამბები
სტრასბურგმა, 2008 წლის ომში დანაშაულებისთვის, რუსეთის ხელისუფლებას129 827 500 ევროს გადახდა დააკისრა
FaceBook
"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ  საქმეზე"  სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის მხრიდან დარღვევა დაადგინა და დაზარალებულთათვის კომპენსაციის სახით რუსეთის ხელისუფლებას 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს თანხა რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებას 3 თვის ვადაში ჯამში 129 827 500 ევრო უნდა გადაუხადოს,

საქართველოს ხელისუფლება რუსეთს 2008 წლის აგვისტოს ომში კონვენციის დარღვევებში სდებდა ბრალს.

ეს დანაშაულები ეხებოდა რუსული და სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებს, მათ მიმართ არაადამიანურ და ღირსების შემლახველი მოპყრობას, წამებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახლებში დაბრუნების ხელშეშლას და სხვა. 

თანხა ომში დაზარალებულ სხვადასხვა პირზე უნდა გადანაწილდეს.
Print