ახალი ამბები
ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის მხოლოდ "ოცნების" კანდიდატი "იბრძოლებს"
FaceBook
შაბათს, 29 აპრილს, ქუთაისში შუალედური არჩევნები გაიმართება - ადგილობრივები ქალაქის საკრებულოში ავტოქარხნის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.
საკრებულოს დეპუტატობისთვის ერთადერთი კანდიდატია წარდგენილი.  N30 საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ გიორგაძე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, უკონკურენტო იქნება.

ქუთაისის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის განმარტებით, ამომრჩეველთა მიღება 08:00 დაიწყება. გაიხსნება 11 საარჩევნო უბანი და ერთი სპეცუბანი ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ავტოქარხნის მაჟორიტარულ ოლქში 26 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ქუთაისის საკრებულოში ავტოქარხნის მაჟორიტარის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატი ბესიკ ბრეგაძე ემიგრაციაში წავიდა.

მას „ქართულმა ოცნებამ“ დეპუტატის უფლებამოსილება გასული წლის 28 დეკემბერს შეუწყვიტა

29 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედურ, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებზე, ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის ფოთი – სენაკი – ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს აირჩევენ.

შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის ჯამში 164 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი არჩევნებია, სადაც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს.



Print