"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" - IRI -
აქვეყნებს საზოგადოებრივი აზრის ახალ კვლევას.
კვლევის მიხედვით ქვეყანამ რეგრესი განიცადა შემდეგი მიმართულებით:
ეკონომიკა, განათლება, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხმა,
კრიმინალთან ბრძოლამ და ა.შ.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოკითხულთა 32% თვლის, რომ
გამოხატვის თავისუფლებამ პროგრესი განიცადა
32%-ით
ვითარება არ შეცვლილა 37%-ის აზრით, ხოლო რეგრესი  30%-ით
მოხდა. 
მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი - 27%
პროგრესი. 
არც პროგრესი და არც უკან დახევა  - 39%
რეგრესი - 30%
ადამიანის უფლებები - პროგრესი  22 % რეგრესი
37% 
ცვლილებების გარეშე  - 39 %
განათლების საკითხმა გამოკითხულთა  40
%-ის აზრით  რეგრესი განიცადა, 20% თვლის, რომ პროგრესი
კრიმინალთან ბრძოლა 19% -სთვის პროგრესით
მიმდინარეობს, 40%-სთვის კი  რეგრესი განიცადა.
გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე მძიმე ვითარებას
ეკონომიკის მიმართულებით ხედავს. მათთვის
ეკონომიკის რეგრესი 60%-ია , პროგრესი -15%.
ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი 40%-სთვის
რეგრესს განვიცდით, 14% თვლის ,რომ ქვეყანამ  პროგრესს
მიაღწია. 
გამოკითხვა ჩატარდა 2023 წლის 4 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით პირისპირ
ინტერვიუს გზით 18 წლისა და უფროსი ასაკის ხმის მიცემის უფლების მქონე
მოქალაქეებთან. კვლევა დააფინანსა UშAID-მა, საველე სამუშაოები კი
ჩაატარა IPM-მა.
კვლევისთვის რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით,
ცდომილება 2,5 პროცენტია. გამოხმაურების მაჩვენებელი იყო 63
პროცენტი.
			
 
			
მასალის გამოყენების პირობები