ახალი ამბები
ქუთაისის მერია "გამჭვირვალობა საქართველოს" არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს
FaceBook
ქუთაისის მერია შესაბამისი წერილის გაგზავნას ორგანიზაციის სათავო ოფისში აპირებს

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ქუთაისის ოფისის კოორდინატორს ზურაბ ზამბახიძეს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს. ჯავახიას თქმით, კვლევა, რომელიც ორგანიზაციამ ქუთაისის მერიის ინფრასრუქტურული პროექტების შესახებ მოამზადა, მინიმუმ არაკომპეტენტურია. ჯავახია მიიჩნევს, რომ კვლევა ცენტრალურ ოფისთან შეთანხმებული არ იყო.

'ეს არის ყველაზე არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო კვლევა, რაც ოდესმე მომზადებულა ქუთაისის მასშტაბით. ზურაბ ზამბახიძე სავარაუდოდ ვერ ერკვევა იმაში, რაზეც წერს ან საერთოდ არ აქვს პროექტები წაკითხული. ვეჭვობ, სათავო ოფისში არც იციან ამის შესახებ",–ამბობს ჯავახია.

ქუთაისის მერია, ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის მიერ მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით, წერილის გააგზავნას აპირებს ორგანიზაციის სათავო ოფისში. ჯავახიას თქმით, წერილში იგი დეტალურად აღწერს ზამბახიძის მიერ კვლევაში არსებულ ხარვეზებს.



მარიამ პატარაია
Print