ახალი ამბები
ქუთაისელი მოჭადრაკე ანასტასია კირთაძე მსოფლიო ჩემპიონია
FaceBook
ქუთაისელი მოჭადრაკე ანასტასია კირთაძე საბერძნეთის როდოსზე მიმდინარე მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

მან 9-იდან 7,5 ქულით, მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე, 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის, დამაჯერებლად გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის შემდეგ ქართველი მოჭადრაკე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული პირველად გახდა.

ანასტასიას მწვრთნელი საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძეა.

Print