ახალი ამბები
ჭავჭავაძის გამზირის კვეთიდან შარტავას ქუჩის კვეთამდე, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეწყდება
FaceBook
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აპრილიდან, ი.ჭავჭავაძის გამზირის კვეთიდან ჟ. შარტავას ქუჩის კვეთამდე, ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეწყდება.
შესაბამისად, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.

მერიის ინფორმაციით, 23 აპრილიდან, მუნიციპალური ტრანსპორტი შემდეგი მიმართულებით იმოძრავებს:

N1R - ჭავჭავაძის გამზირიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით, იმოძრავებს 9 აპრილის, ი. აბაშიძისა, ზ. განსახურდიას და ჟ. შარტავას ქუჩების გავლით .

N1L - ქალაქის ცენტრიდან ი. ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით იმოძრავებს ზ. გამსახურდიას, ჟ.შარტავას, ი. აბაშიძის გამზირის და 9 აპრილის ქუჩის გავლით.

N10, N20, N31 ავტობუსები, ჭავჭავაძის გამზირიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით , იმოძრავებს 9 აპრილის, ი. აბაშიძის, ჟ. შარტავას და ზ. გამსახურდიას ქუჩების გავლით. ხოლო
ქალაქის ცენტრიდან ი. ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით - ჟ. შარტავას, ი. აბაშიძის და 9 აპრილის ქუჩით გავლით.

N126 მიკროავტობუსი ი. ჭავჭავაძის გამზირიდან, ორივე მიმართულებით იმოძრავებს 9 აპრილის ქუჩის გავლით.

ზ. გამსახურდიას გამზირის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. კეთილმოწყობის სამუშაოებს შ.პ.ს ,,გზამშენი XXI" ახორციელებს.

საპროექტო მონაკვეთის ჯამური სიგრძე 1025 მეტრს შეადგენს. გათვალისწინებულია დაზიანებული საფარისა და საფუძვლის სრული რეაბილიტაცია და სანიაღვრე ქსელის მოწყობა (მათ შორის, 24 სანიაღვრე ქსელის სათვალთვალო და 51 ცხაურიანი
ჭების მოწყობა).

პროექტის მიხედვით, ასევე მოხდება არსებული ელ.განათების ბოძების შეღებვა და მათზე ტროტუარის განათებისათვის ლამპიონების დამატება. გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების მოწყობაც.

ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის 20 სექტემბერს უნდა დასრულდეს. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა კი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელს შეადგენს.

სათაური: სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე მოძრაობა 23 აპრილიდან შეიზღუდება

Print