ახალი ამბები
რა საგანს ირჩევენ ყველაზე მეტად აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე - 2023 წლის სტატისტიკა
FaceBook
გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკას აქვეყნებს.

აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით სტატისტიკა  ასე გამოიყურება:

ისტორია 22 200-მდე აბიტურიენტმა აირჩია;

მათემატიკა - 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ბიოლოგია - 3 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ქიმია - 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

გეოგრაფია - 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ფიზიკა - 700-მდე აბიტურიენტმა;

ლიტერატურა - 1 300-მდე აბიტურიენტმა;

სამოქალაქო განათლება - 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება კი 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.

2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდა, თუმცა აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეტანათ ცვლილებები ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალში ან შეეცვალათ გამოცდის ენა.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 45 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია.

აღსანიშმავია, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღემდე შეეძლებათ. კონკრეტული რიცხვი აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება.
Print