ახალი ამბები
რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები გაიფიცნენ
FaceBook
რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები მეორე დღეა გაფიცულები არიან.

ისინი ჩინური კომპანიისაგან ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას მოითხოვენ.

გაფიცული 20-მდე ადამიანი ამბობს, რომ მათი დღიური ანაზღაურება 33 ლარს შეადგენს, მაშინ როცა 9-საათიანი გრაფიკით მუშაობენ და სამუშაოზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის. 

”ვითხოვთ 8-საათიან სამუშაო გრაფიკს და დღეში 50 ლარიან ანაზღაურებას. 33 ლარი გვაქვს 9-საათიან სამუშაოზე ამ წუთში. 12-ტონიანი მანქანით დაგვაქვს 50-60 ტონა, უსაფრთხოების ნორმები საერთოდ არ არის დაცული. ძალიან რთულ მონაკვეთზე ვმუშაობთ, არის მეწყრული ზონები, როცა დაგვიძახებენ უპრობლემოდ მივდივართ, რომ არ გაჩერდეს მგზავრობა და გზა არ დაიკეტოს. ჩვენი მხრიდან პრობლემა არ არის, პრობლემას ქმნის თვითონ კომპანია, არ გვიხდის იმ თანხას, რაც ჩვენ გვეკუთნის. 33 ლარზე ამხელა მანქანაზე დღეს არავინ მუშაობს“,- განმარტავს ერთ-ერთი მძღოლი.

გაფიცულები ამბობენ იმასაც, რომ დღისა და ღამის სმენაში დასაქმებულების ხელფასი ერთი და იგივე არ უნდა იყოს.

„მე პირადად ღამის სმენაში ვმუშაობ, საქმეც რთულია და თან, ღამის თევაც არაა ადვილი. მიუხედავად ამისა, რაც დღის სმენას აქვს ხელფასი, იგივე გვაქვს ჩვენც“- განმარტავენ ისინი.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამუშაოს მას შემდეგ დაუბრუნდებიან, რაც კომპანია მათი მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. 

Print