ახალი ამბები
ელექტროავტომობილების სამუხტი აპარატების მოწყობაზე მერია ტენდერს მეორედ აცხადებს
FaceBook
ქუთაისში, ელექტროავტომობილების სამუხტი აპარატების მოწყობაზე ტენდერი [NAT230008588] მეორედ ცხადდება.

შესყიდვის ღირებულება უცვლელია - პრეტენდეტმა აღმაშენებლის მოედანსა ("სვეტებთან") და ფანჯიკიძის ქუჩაზე სამუხტი აპარატები 55 395 ლარის სანაცვლოდ უნდა დაამონტაჟოს.

აღნიშნული შესყიდვა პროექტის - მერები ეკონომიკური ზრდისთვის ფარგლებში ხორციელდება და ელექტრომობილების ექსპლუატაციასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

როგორც სატენდერო დოკუმენტში ვკითხულობთ, სისტემის მუშაობა გაანგარიშებულია 24 საათიანი მომსახურებისათვის, რომლის გაკონტროლებასაც მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული განახორციელებს.

"აპარატები დგარებთან ერთად უნდა დამონტაჟდეს და მათი ელ. ენერგიით მომარაგება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ურთიერთგაყოფის ზღვარზე დამონტაჟებული აღრიცხვის კვანძიდან უნდა განხორციელდეს".

მიმწოდებელმა სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 2023 წლის 31 მაისის ჩათვლით უნდა დაასრულოს.

დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 29 აპრილს იწყება და 2 მაისს სრულდება.

Print