ახალი ამბები
რას ჰყვებიან მეზობლები თერჯოლაში მომხდარი მკვლელობის შესახებ
FaceBook
თერჯოლის სოფელ ღვანკითში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

22 წლის ახალგაზრდამ 57 წლის მამას ბლაგვი საგნით დაზიანებები თავის არეში მძინარეს მიაყენა.

არსებული ინფორმაციით, შვილი ცხედარს მალავდა, მომხდარის შესახებ კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მეზობლებმა გაუჩინარებული მამაკაცის ამბავი მოიკითხეს.

„რომ არ გამოჩნდა, მოიძიეს უბნის ახალგაზრდებმა. არ უშვებდა შვილი ოთახში წინა საღამოს. მერე დაეჭვდნენ და მეორე დილასაც მივიდნენ. იფიქრეს ალბათ, რაღაც პრობლემაა და ამიტომ არ გვიშვებს ოთახშიო. ბიჭი გაქცეულა ეგრევე და მამა ნახეს მოკლული. გამოუძახეს შემდეგ პოლიციას და მალევე დააკავეს“,- ყვებიან მეზობლები.

მათივე თქმით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მედიკამენტებსაც იღებდა.

„პრობლემები ჰქონდა, ფსიქოტროპულ წამლებს სვამდა და მკურნალობდა, რამდენჯერმე იწვა კიდევ თერჯოლის საავადმყოფოში და ხონშიც“.

მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა 109-ე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.

Print