ახალი ამბები
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
FaceBook
თერჯოლის ერთ-ერთ სოფელში შვილმა მამა მოკლა.

არსებული ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის მამაკაცს დაზიანებები ნაჯახით აქვს მიყენებული.

როგორც ცნობილია, ბრალდებული დანაშაულის ადგილიდან გაიქცა, თუმცა ის სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. 

Print