ახალი ამბები
"ფასებმა დაიწია საწვავზე, პროდუქტებზე, სურსათზე, პურზეც"- ირაკლი ღარიბაშვილი
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განმარტა, რომ ქვეყანაში ფასები დარეგულირდა.
მისი თქმით, ფასების კლება შეინიშნება საწვავზე, პროდუქტებზე, სურსათსა და პურზე.

„იცით, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ფასების დარეგულირებაზე, ფასების კლებაზე. ფასებმა დაიწია მნიშვნელოვნად საწვავზე, პროდუქტებზე, სურსათზე, პურზეც. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც მთავრობას ამ პოლიტიკის განხორციელებაში გამოჰყვა და საკმაოდ ადეკვატური ნაბიჯები გადაიდგა მათი მხრიდანაც. ასე რომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ნიშნულის, ინფლაციის 5%-იანი ნიშნულის შენარჩუნება წელს, მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და, როგორც მოგახსენეთ, ახლა ასეთი მნიშვნელოვანი, მასშტაბური პროექტების კეთება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, წელს საკმაოდ მაღალი, 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს.

„ასევე ტურიზმის მიმართულებით გვაქვს საკმაოდ პოზიტიური და ოპტიმისტური მონაცემები. მაგალითად, პირველ კვარტალში 1 200 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს. თუ შევადარებთ გასული წლის იანვარ-მარტის პერიოდს, ესაა თითქმის 110%-ანი მატება.

ასევე ვაჭრობა იზრდება, პირველ კვარტალში, იანვარ-მარტში ექსპორტის 25%-ანი ზრდა დაფიქსირდა და შეადგინა 1. 461 მილიარდი დოლარი, რაც პირველი კვარტლის რეკორდულ მოცულობას გაუტოლდა,“- აღნიშნა პრემიერმა.

Print