ახალი ამბები
ქუთაისში ე.წ. კუნძულების რეაბილიტაცია და გამწვანება მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო მოძრაობის ე.წ. კუნძულებისა და გამყოფი "ზოლის" რეაბილიტაცია ერთი თვის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა და ვადებმაც გადაიწია.

კერძოდ, შემსრულებელ კომპანია შპს „ნიუ სთაილს“ სამუშაოები 18 თებერვალს უნდა დაეწყო, თუმცა აღნიშნული თოვლიანობისა და უხვი ნალექის გამო ვერ მოახერხა, რის გამოც კომპანიამ სამუშაოების დაწყების ვადად 3 დღის ნაცვლად, 10 დღით განსაზღვრა მოითხოვა.

ხელშეკრულებაში შეტანილი მეორე ცვლილება კი ხარჯთაღრიცხვას შეეხო, რომლის თანახმადაც "შესრულებული სამუშაოების იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გაიზარდა დასარგავი ხე-მცენარეების რაოდენობა და ასევე, დაემატა ახალი სახეობა". ამიტომ, 20 აპრილამდე გადაიწია პროექტის დასრულების ვადამაც.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ სამუშაოები თითქმის დასრულებულია და მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებია დარჩენილი.

შპს „ნიუ სთაილი“ ქუთაისში, ე.წ. კუნძულებისა და გამყოფი "ზოლის" რეაბილიტაციას 196 000 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს. მხარეებს შორის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 15 თებერვალს გაფორმდა. მერიას კომპანიისთვის თანხის 54% - 105 518 ლარი უკვე გადახდილი აქვს. 

ასეთი იყო სამუშაოების დაწყებამდე რუსთაველის გამზირი:



ასე გამოიყურება ახლა:





ასეთი იყო კუნძულების გამწვანების ესკიზური პროექტი:






ამავე თემაზე:


ქუთაისში ე.წ. კუნძულების რეაბილიტაცია და გამწვანების მოწყობა იგეგმება

Print