ახალი ამბები
რომელი სკოლების რეაბილიტაცია იგეგმება ქუთაისში 2023-2024 წლებში
FaceBook
2023-2024 წლებში ქუთაისში დაახლოებით 16 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.

ამის შესახებ „ქუთაისიპოსტს“ ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, 16 სკოლიდან, პირველ რიგში, ქუთაისის მე-20, 29-ე, 34-ე და 37-ე საგანმანათლებლო დაწესებულებების კეთილმოწყობა იგეგმება, ვინაიდან ისინი გადაუდებელ აუცილებლობას საჭიროებენ.

აღნიშნული სკოლების რეაბილიტაცია ზუსტად როდის დაიწყება და ვინ განახორციელებს მათ - რესურსცენტრის ხელმძღვანელისთვის ჯერჯერობით უცნობია.

„ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია წესით მალე უნდა გვქონდეს და გვეცოდინება“,- ამბობს მაია ცქიტიშვილი.

ქუთაისში არსებული 38 საჯარო სკოლიდან, ბოლო 4 წლის განმავლობაში, 12 საჯარო სკოლის შენობა კეთილმოეწყო.

Print