ახალი ამბები
"ნუ დაყრით ნარჩენებს საფლავების მიმდებარე ტერიტორიაზე"
FaceBook
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის 13-ვე საქალაქო სასაფლაოზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციაში შპს "ქართული ტრადიციები 2011" განმარტავენ, რომ სასაფლაოებიდან ინტენსიურად და ოპერატიულად ხდება ნარჩენების შიდა და ცენტრალური გზებიდან გატანა.

ამასთან, ამბობენ, რომ მიმდინარეობს ავანგარდის სასაფლაოებთან მისასვლელი ცენტრალური გზის სამუშაოებიც, რაც ანაფრეზის დაყრა-გაშლა/მოხრეშვას გულისხმობს.



„ჩვენ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით უკვე ორი კვირაა საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ და ამავე რეჟიმში ვიმიშავებთ აღდგომის წინა დღეს, 15 აპრილს (დილის 7 საათიდან გვიან ღამემდე). მოქალაქეებს მივმართავთ თხოვნით: ნუ დაყრით ნარჩენებს საოჯახო საფლავების ტერიტორიაზე, გამოიტანეთ შიდა და ცენტრალურ გზებზე”, - განმარტავენ ორგანიზაციაში.

შპს „ქართული ტრადიციები 2011-ის“ დაქვემდებარებაში ქუთაისის 13 საქალაქო სასაფლაოა.

Print