ახალი ამბები
გალში მცხოვრებ ქართველებს საზღვრის გადაკვეთა საშვის გარეშე შეუძლიათ
FaceBook
აფხაზეთის არ აღიარებული მთავრობის გადაწყვეტილებით, გალის რაიონში მცხოვრები ქართველებისათვის უკვე საჭირო აღარაა სპეციალური საშვის მიღება.

საზღვრის გადაკვეთა მათ უკვე ქართული პასპორტითა და აფხაზეთში მცხოვრები პირის დამადასტურებელი საბუთის ჩვენებით შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაცია "ქუთაისიპოსტს" ადგილობრივებმა აცნობეს.

თუმცა, როგორც გალში მცხოვრებლები ამბობენ, მათთვის უცნობია რამდენ ხანს გაგრძელდება ახალი შეღავათი, რადგან მათივე თქმით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხები ხშირად იცვლება.
Print