ახალი ამბები
12-13 აპრილს საქართველოს უმეტეს რაიონში ამინდი გაუარესდება
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 და 13 აპრილის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

ამასთან, მაღალმთაში თოვლი (ზოგან ძლიერი), აღმოსავლეთ საქართველოში კი სეტყვაა შესაძლებელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთილებენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში კი თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
Print