ახალი ამბები
სააღდგომოდ სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზრებს ამოწმებს
FaceBook
აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამომხმარებლო ბაზრის კონტროლი გაააქტიურა.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.

განსაკუთრებული აქცენტი ხორცისა და კვერცხის სარეალიზაციო ობიექტების, ასევე საკონდიტროების კონტროლზე კეთდება. მოწმდება კვერცხის ვარგისიანობის ვადა, ეტიკეტირება და რეალიზაციის პირობები, ასევე, საკონდიტრო საცხობებსა და ხორცის
სარეალიზაციო ობიექტებში წარმოების პროცესი, სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა და მიკვლევადობა.

სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს, განსაკუთრებით მაღალი რისკის სურსათის შეძენისას, ყურადღება მიაქციონ რეალიზაციის პირობებსა და ტემპერატურული რეჟიმის დაცვას. 

მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საცხობებში 522 ინსპექტირება და 42 დოკუმენტური შემოწმება განახორციელა, გამოვლინდა 85 სამართალდარღვევა. სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა კვერცხის წარმოებებში, სადაც დარღვევის მხოლოდ 2 შემთხვევა აღინიშნა.

მიმდინარე შემოწმების შედეგებს სააგენტო ეტაპობრივად გაავრცელებს.


Print