ახალი ამბები
თოვის გამო, იმერეთის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვებია
FaceBook

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა.



კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

დღეს, 8 აპრილს, საქართველოს ტერიტორიაზე წვიმას, ღამით მაღალმთაში თოვლჭყაპს და დასავლეთის მიმართულების ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

 

Print