ახალი ამბები
ელექტროავტომობილების სამუხტი აპარატების მოწყობაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა
FaceBook
ქუთაისის მერიას ელექტროავტომობილების სამუხტი აპარატების მოწყობაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაეშალა.

სახელმწიფო შესყიდვით არც ერთი პრეტენდენტი არ დაინტერესდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელს ელექტრომობილების ექსპლუატაციისა და პოპულარიზაციისათვის, აღმაშენებლის მოედანსა (სვეტებთან) და ფანჯიკიძის ქუჩაზე 2-2 ერთეული ელექტროავტომობილების სამუხტი აპარატების მოწყობა ევალებოდა.

ამ მიზნით ადგილობრივ თვითმმართველობას 55 395 ლარის ღირებულების ტენდერი [NAT230006808] ჰქონდა გამოცხადებული.

წინადადების მიღება 4 აპრილს დასრულდა. 

Print