ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტით, მარტში, 90 ათასზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა
FaceBook
2023 წლის მარტის თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 91,802 მგზავრს და 304 რეისს მოემსახურა.

რეისების რაოდენობამ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 64%-ით, ხოლო მგზავრების რაოდენობამ 72%-ით გადააჭარბა.

ამ ეტაპისთვის ქუთაისის აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.

2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-ი აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს.

2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით შეასრულებს.




Print