ახალი ამბები
ქუთაისის სკოლებს შორის წყალბურთის ტურნირი დაიწყო
FaceBook
ტურნირში ქუთაისის 8 სკოლის 60 მოსწავლე  მონაწილეობს

ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილების ინიციატივით, ქუთაისის სკოლებს შორის წყალბურთის ტურნირი მიმდინარეობს.
სასკოლო პირველობა მერიის საპილოტე პროექტია. ტურნირში ქუთაისის 8 სკოლის 60 მოსწავლე იღებს მონაწილეობას. შეჯიბრი 5 დღიანია და 12 თებერვალს დასრულდება. ტურნირში გამარჯვებული სკოლის გუნდს ქუთაისის მერიის მერ დაწესებული თასი გადაეცემა.

ტურნირის გახსნას ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და წყალბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დაესწრნენ.

Print