ახალი ამბები
ქუთაისში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში შესაძლო ძალადობის ფაქტის შესწავლა დაიწყო
FaceBook
ქუთაისის საჯარო სკოლაში მასწავლებლის მიერ მოსწავლის შესაძლო ცემის ფაქტზე მანდატურის სამსახური ჩაერთო.
სკოლის დირექტორის დიმიტრი ქარსელაძის განმარტებით, უკვე გამოიკითხა მასწავლებელი, ახლა კი მოსწავლეებთან მიმდინარეობს გასაუბრება.

"ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ პირველ რიგში, მოსწავლის უფლება იყოს დაცული. მანდატურებმა უკვე გამოკითხეს ეს მასწავლებელი, ახლა მიმდინარეობს მოსწავლეებთან გასაუბრება", - ამბობს სკოლის დირექტორი.  

დღეს, სოციალურ ქსელ ფეისბუკში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ისტორია-სამოქალაქოს მასწავლებელი მოსწავლეზე ძალადობს. 


ვიდეო ნინი კვიჟინაძე

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილის თქმით, მომხადრი ფაქტით შესაბამისი ორგანოები უკვე დაინტერესდნენ, მათ შორის, რესურსენტრის აუდიტის სამსახურიც. 

"გამოიკითხება, როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგებიც და მშობლებიც", - ამბობს ცქიტიშვილი. 




Print