ახალი ამბები
ქუთაისელი მოსწავლე მანჰეტენის მუსიკის სკოლაში ჩაირიცხა
FaceBook
ქუთაისელი კატარინა გეგელია ნიუ-იორკის მანჰეტენის მუსიკის სკოლაში (Manhattan School of Music) ისწავლის.
ის სასწავლებელში კლასიკური ვიოლინოს მუსიკის ბაკალავრიატის პროგრამაზე დაფინანსებით მოხვდა.

კატარინა გეგელია მთელი მსოფლიოდან სტუდენტთა ნიჭიერ ჯგუფს შეუერთდება.

ახალგაზრდა მუსიკოსი აქამდე მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ირიცხებოდა. მას 11 წლის განმავლობაში პედაგოგი ხათუნა ჯიმშელეიშვილი ასწავლიდა.

Print