ახალი ამბები
ზესტაფონში თეატრალური კვირეული მიმდინარეობს
FaceBook
აპრილის დასაწყისში ზესტაფონში თეატრალური კვირეული გაიხსნა. 

წარმოდგენილი იყო საქართველოს სხავდასხვა  თეატრების მიერ დადგმული ხუთი სპექტაკლი. 

კვირეულში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის მესხიშვილის თეატრმა, მოძრაობის თეატრმა, კოტე მარჯანიშვილისა და ზუგდიდის სახელმწიფო თეატრებმა. 

კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი იყო უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის საპრემიერო სპექტაკლი - ჟან ანუის "ანტიგონე" (რეჟისორი: ვატო ჯუღელი).

ასევე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი - ფლორიან ზელერის "სიმართლე" (რეჟისორი: გიორგი შალუტაშვილი).

3 აპრილს - "მოძრაობის თეატრი" წარმოადგენს 

სპექტაკლს- "ასტიგმატისტები" (რეჟისორი: იოსებ ბაკურაძე).

4 აპრილს - კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

აჩვენებს სპექტაკლს - ლევ ტოლსტოსი "კრეიცერის სონატა" (რეჟისორები: ლევან წულაძე და თემო კუპრავა).

კვირეულს, 5 აპრილს, დახურავს - ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი - "შაშვი შაშვი მაყვალი" (რეჟისორი - ნიკა ჩიკვაიძე).

დასაწყისი: 18:30 საათი. 

პროექტი ხორციელდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ფინანსური მხარდაჭერით.
Print