ახალი ამბები
ქუთაისში ქმარმა ყოფილი ცოლი დაჭრა და შემდეგ თავი მოიკლა
FaceBook
ქუთაისში ქმარმა ყოფილ ცოლს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

დაჭრილი ქალი ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


Print
თეგები: #ფემიციდი