ახალი ამბები
"ერთად ევროპაში" - 2 აპრილს, ქუთაისში, აქცია გაიმართება
FaceBook
"ერთად ევროპაში" - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში ევროინტეგრაციის მხარდამჭერ საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს და 9 აპრილისთვის ემზადება.
მთავარი ოპოზიციური პარტია მორიგ აქციას ქუთაისის მერიასთან, ხვალ, 14:00 საათზე გამართავს.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება იქნება. ისინი ასევე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და მარტის აქციაზე დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას მოითხოვენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 9 აპრილს თბილისში ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს.

Print