ახალი ამბები
სროლა ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე - დაღუპულია ორი ახალგაზრდა
FaceBook
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ორი მამაკაცი დაიღუპა.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მეგობარს შელაპარაკება მოუვიდათ, ერთ-ერთმა სიტუაციის გასანეიტრალებლად იარაღი ამოიღო, საიდანაც ტყვია გავარდა. ერთი ტყვიის გავარდნის შედეგად ორი ადამიანი  დაიღუპა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული. ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი.

Print