ახალი ამბები
2023 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს სრულდება
FaceBook
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს, საღამოს 18:00 საათზე დასრულდება.

ეს ეხება ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდის, მასწავლებლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კონკურსში მონაწილეობის მსურველებს აფრთხილებს, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ კონკურსანტები ვეღარ დარეგისტრირდებიან.

გარდა ამისა, გამოსაცდელებს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ არ აქვთ უფლება, შეცვალონ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები.

რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე 20 მარტიდან მხოლოდ ელექტრონულად მიმდინარეობდა.


Print