ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში გამოცხადებულ ვაკანსიებზე კონკურსანტთა გასაუბრება მიმდინარეობს
FaceBook
ააიპში  მხოლოდ 21 პოსტია ვაკანტური

ქუთაისის მერიის კულტურულ, სახელოვნებო და სპორტულ ააიპში გამოცხადებულ ვაკანსიებზე გასაუბრება დღეს დასრულდება. გასაუბრება კონკურსის ბოლო ეტაპია, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ვინ დაიკავებს მერიის ააიპ–ში ვაკანტურ პოსტებს.
გასაუბრებაში სულ 59 კონკურსანტი მონაწილეობს, მერიის ააიპში კი ვაკანტური მხოლოდ 21 პოსტია.

ქუთაისის მერია კონკურსს სამ ეტაპად ატარებს. პირველი ეტაპი ატესტაციას გულისხმობს, მეორე ეტაპზე აპლიკანტთა ტესტირება ტარდება, ბოლო ეტაპი კი გასაუბრებას ითვალისწინებს.
კომისიის თავმჯდომარე კოტე ქავთარაძეა.

"კულტურულ, სახელოვნებო და სპორტულ ააიპის" შემდეგ, ტესტირების ეტაპი ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდება.

მარიამ პატარაია

Print