ახალი ამბები
წყალტუბოში ინტიმური შინაარსის ფოტოს, ვიდეოს და მიმოწერების გავრცელებისთვის ერთი პირი დააკავეს
FaceBook
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვა პირის ინტიმური შინაარსის ფოტოს, ვიდეოს და პირადი კომუნიკაციის ამსახველი მიმოწერების მოპოვების და გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გავრცელებისთვის 2 პირი დააკავა.



აქედან ერთი გარდაბანის რაიონში (2000 წელს დაბადებული ნ.ი), მეორე კი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1985 წელს დაბადებულია.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ჯამში 4 პირი დააკავა, ხოლო პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე - ერთი პირი ამხილა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულების, პირადი მიმოწერის გავრცელებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის 5 ფაქტი გახსნა.



Print