ახალი ამბები
ამბროლაურის ტერიტორიაზე ძაღლზე ცოფის 8 შემთხვევა ფიქსირდება
FaceBook
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ძაღლზე ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული 8 შემთხვევაა გამოვლენილი.

როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამასთან, აქტიურად გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები, რომელიც ცოფის დადასტურებული ადგილიდან 3 კილომეტრის რადიუსს მოიცავს. გრძელდება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანაც.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის გადაწყვეტილებით, გამოცემულია განკარგულება საკარანტინო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით იმ ლოკაციებზე, სადაც ცოფის დადასტურებული შემთხვევები გამოვლინდა.

მუნიციპალიტეტი მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და დაიცვან კარანტინის წესები.


Print