ახალი ამბები
ჭორვილაში გამრავლებული ხოხობი ზესტაფონში გაუშვეს
FaceBook
ეკოსკვერის  გრანდიოზული გახსნის შემდეგ ზესტაფონში, ადგილობრივი ფაუნის სახეობათა მხარდაჭერაზე „იზრუნეს“.
ამ მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ბუნებაში 100 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვეს.
ჭორვილაში, აგროკომპლექსში გამრავლებული ხოხბები ზესტაფონში, მეორე სვირისა და აჯამეთის ტერიტორიაზე შეგხვდებათ.

სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა განმარტებით, ტერიტორიას მეთვალყურეობას ადგილობრივ მონადირეთა საინიციატივო ჯგუფთან ერთად გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო გაუწევს.

„მისასალმებელი ფაქტი მოხდა, დიდი ხანია ეს ოცნება ჰქონდათ ზესტაფონელ სამონადირეო სექტორს, რომ კოლხური ხოხობი, რომელიც საჩხერის საშენში არის გამოყვანილი, 100 ფრთა იქნა ჩამოყვანილი და აჯამეთის ტერიტორიაზე გავუშვით, ყველასთან მოწოდებით, რომ 3 წლის განმავლობაში აქ თოფის გამოყენება და ნადირობა ყოვლად დაუშვებელი იქნება, ხოლო ამ პერიოდის შემდეგ ცივილურად შეეძლებათ მონადირეებს, რომ ვთქვათ ამოიღონ ხოლმე კოლხური ხოხბის რაღაც რაოდენობა“,- ამბობს ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანი.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დაცარიელებული სივრცეების შევსების და ადგილობრივი გარეული სახეობებით აღდგენა - გამრავლების პროექტს საქველმოქმედი ფონდი "აგრო ქართუ" ახორციელებს. პირველ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 2500-მდე ხოხობი და კაკაბია ველურ ბუნებაში გაშვებული.
Print