ახალი ამბები
ტყიბულელი მამაკაცის ძებნაში სამაშველო ჯგუფი ჩაერთო
FaceBook
ტყიბულიდან 11 დღის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახური ჩაერთო.

27 წლის ილია ფუტკარაძე ახლობლებმა ბოლოს 16 მარტს ნახეს. მათი თქმით, ის სახლიდან ისე წავიდა, რომ არავინ გაუფრთხილებია.

„ცნობილი გახდა, რომ ილია ნახეს გაუჩინარებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ტყიბულიდან შაორის წყალსაცავისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი ვარაუდით, ის წავიდა დილის რიჟრაჟის გადასაღებად წყალსაცავთან და მასთან მდებარე მთასთან და აპირებდა უკან დაბრუნებს. ამის სფუძველს გვაძლევს ის, რომ თან ნივთები არ წაუღია. სახლში დატოვა პასპორტი და ტელეფონის სატენი.

17 მარტის შემდგომ რა მოხდა ჩვენთვის უცნობია, თუმცა იმედს არ ვკარგავთ. პოლიციას მივაწოდეთ ყველა ის ინფორმაცია, რასაც კი ვფლობდით და ისინი აქტიურად არიან ჩაბმულები გამოძიებაში. როგორც გვითხრეს, სამაშველო სამსახურიც ჩაერთო სამძებრო სამუშაობებში",- ამბობენ დაკარგულის ახლობლები.

ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ, თუ ვინმე ფლობს დაკარგული მამაკაცის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციას, მიმართონ მათ, ან დაუკავშირდნენ პოლიციას.


Print