ახალი ამბები
ქუთაისის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი - თანამშრომლებს გათავისუფლება არ ემუქრება
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ნესმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად ბაგა-ბაღების 187 თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლება არ ემუქრება.
ამის შესახებ "ქუთაისიპოსტს" ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნანა ლორთქიფანიძემ განუცხადა.

ლორთქიფანიძის განმარტებით, გაერთიანებამ საბავშვო ბაღების წინააღმდეგ სარჩელი მხოლოდ იმის "დასადგენად" შეიტანა, თუ რამდენად სამართლიანი და კანონშესაბამისი იყო ამავე თანამშრომლების მიერ სასწავლო პროცესში გამართული საპროტესტო აქცია.

"სარჩელი შეტანილია სასამართლოში იმის დასადგენად სამართლებლივად რამდენად გამართული იყო ეს აქცია, იყო კანონიერი თუ არა. ნებისმიერი განაჩენის შემთხვევაში, აქციაში მონაწილე არც ერთ პირს სამსახურიდან გათავისუფლება არ ემუქრება", - განმარტავს ნანა ლორთქოფანიძე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბაგა-ბაღების 187 თანამშრომლის წინააღმდეგ სარჩელი წარმოებაში მიიღო.




ამავე თემაზე:

ქუთაისის ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ბრალდებები და მოთხოვნები - დისკუსია



Print