ახალი ამბები
ხარაგაულში, სოფელ ბორითში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს
FaceBook
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, საამქროს ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული 4 კუბურ მეტრამდე ცაცხვის სახეობის სამასალე მერქანია აღმოჩენილი.

„ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შესაბამის უწყებაში. ეროვნული სატყეო სააგენტო კანონდარღვევების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით აქტიურად მუშაობს“,- აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

Print