ახალი ამბები
ქუთაისში ელექტროავტომობილების სამუხტი აპარატები დამონტაჟდება
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ მოედანსა და ფანჯიკიძის ქუჩაზე ელექტროავტომობილების სამუხტი აპარატების მოწყობა იგეგმება.

ამ მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობა 55 395 ლარის ღირებულების ტენდერს [NAT230006808] აცხადებს.

აღნიშნული შესყიდვა პროექტის - "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" ფარგლებში ხორციელდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, „მიმწოდებელმა“ აღმაშენებლის მოედანსა (სვეტებთან) და ფანჯიკიძის ქუჩაზე 2-2 ერთეული ელექტროავტომობილების სამუხტი აპარატების მოწყობა, ელექტრომობილების ექსპლუატაციისა და პოპულარიზაციისათვის, 31 მაისის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.

"სისტემის მუშაობა გაანგარიშებულია 24 საათიანი მომსახურებისათვის, რომლის გაკონტროლებასაც მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული განახორციელებს.

აპარატები დგარებთან ერთად უნდა დამონტაჟდეს და მათი ელ. ენერგიით მომარაგება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ურთიერთგაყოფის ზღვარზე დამონტაჟებული აღრიცხვის კვანძიდან უნდა განხორციელდეს",- ვკითხულობთ დოკუმენტაციაში. 

შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელს შეადგენს.

დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება პირველ აპრილს იწყება და 4-ში სრულდება.

Print