ახალი ამბები
პარიზში ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეები გამოფენას გამართავენ
FaceBook
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები პარიზში გამოფენას გამართავენ.

„მეხსიერების გავლით“ - ამ სახელწოდების გამოფენაზე ახალგაზრდები როგორც ფერწერულ, ისე ქართული კალიგრაფიით შესრულებულ ნამუშევრებს წარმოადგენენ.

"Სტუმრად ვართ პარიზში გამოფენით. უდიდესი პატივია ჩვენთვის და პასუხიმგებლობა. გიწვევთ ყველას, ქართველებს, ვინც ცხოვრობთ პარიზში, ან უბრალოდ გიყვართ საქართველო და ჩვენი ქვეყნის კულტურა. ვეცდებით, ღირსეულად წარვსდგეთ თქვენს წინაშე",- ამბობს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ნატალი პატარიძე.

გამოფენა ხვალ, 26 მარტს, 16:00 საათზე გაიმართება.

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი ქალაქში 2014 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს და მოსწავლეებს სწავლას 16 სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს. ცენტრის ახალგაზრდები საერთაშორისო კონკურსებზე აქტიურად მონაწილეობენ და საპრიზო ადგილებსაც იკავებენ.



Print