ახალი ამბები
"გამოვიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა" - ტყიბულში 27 წლის მამაკაცს ეძებენ
FaceBook
ტყიბულში, უკვე  დაახლოებით ერთი კვირაა, ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.

16 მარტის შემდეგ 27 წლის ილია ფუტკარაძის კვალი არსად ჩანს.

როგორც მისი ახლობლები ყვებიან, ფუტკარაძე 17 მარტს სახლიდან გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

მათ ფაქტი სამართალდამცავებს უკვე აცნობეს.

„16 მარტს ვნახეთ საღამოს და მის მერე აღარ ჩანს. რომ აღარ გამოჩნდა, ჩვენი ძალებით ვეძებეთ და რომ ვერაფერი გავიგეთ, მივმართეთ პოლიციას. ასე არ გაუჩინარებულა არასდროს. არანაირი ვერსია არ არსებობს, გამოვიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა“,- ამბობს დაკარგულის ახლობელი.

სამძებრო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

Print