ახალი ამბები
ქუთაისის საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაცია მაისში უნდა დასრულდეს
FaceBook
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საჭადრაკო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება.

ობიექტის სარემონტო სამუშაოებს შპს "ბილდკინგსი" 494 675 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს. მერიამ კომპანია 5 პრეტენდენტს შორის შეარჩია.

მხარეებს შორის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 14 თებერვალს გაფორმდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შპს "ბილდკინგმა" სკოლის კეთილმოწყობის სამუშაოები სამ თვეში (15 მაისის ჩათვლით) უნდა დაასრულოს.

ასეთი უნდა იყოს რეაბილიტირებული საჭადრაკო სკოლა:




Print