ახალი ამბები
"აბა სკვერი, გვეღადავებით?" - ზესტაფონელები მათ ქალაქში ახლადგახსნილ ეკოსკვერს "ეძებენ"
FaceBook
ასე გამოიყურება ზესტაფონის ახალი ეკოსკვერი, რომელიც ქალაქის მერმა საზეიმო ვითარებაში, ლენტის გაჭრით გახსნა.

მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ სკვერი მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემებითაა აღჭურვილი, რომელიც პარკში ღამის განათებას უზრუნველყოფს; რომ აქ შესაძლებელია მობილური ტექნიკის დამუხტვა და განთავსებულია საინფორმაციო დაფები (გარემოს დაცვისა და ეკოლოგიურ თემატიკაზე).

ფოტოებიდან კი ნათლად ჩანს, რომ გრანდიოზულად გახსნილი სკვერის ტერიტორია გამწვანებული არც არის. აქ მხოლოდ რამდენიმე ძელსკამი, ე.წ გულებიანი სკამი და მანათობელი ფიგურა დგას.






ახალ "რეკრეაციულ" სივრცეში, რომლითაც „ბავშვებს ბუნების სიყვარულს ასწავლიან“, ბალახიც კი არ ჩანს. 



ეკოსკვერის გახსნამ მოქალაქეები გაახალისა, რისთვისაც ისინი მუნიციპალიტეტს "მადლობას" უხდიან, თუმცა "გაკეთებული" სკვერის "დანახვა უჭირთ".

"თქვენ გაიხარეთ, რა კარგად ვიცინე, მაგრამ რამე გამომრჩა, თუ მე ვერ დავინახე სკვერი?“

„ორი ღერი ყვავილი და ბუჩქი მაინც დაგერგოთ, ისეთი ბუნებაა იადონებს ვერ გამოლევთ ხეებზე“

"სკვერის რუკა განთავსებულია შესასვლელში ან გზამკვლევი რამე? აქ რომ დაიკარგო, მტრისას, ვინ გიპოვის"

"ხალხს მასხარად იგდებთ, სადაა სკვერი? ევროპიდან შემოსული ფული შეჭამეთ, რამდენი გადაინაწილეთ საკუთარი ჯიბეებისთვის?"
- წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელში.

მოქალაქეებისგან განსხვავებით კი, ქალაქის მერი მიიჩნევს, რომ "გლობალური გარემოს დაცვითი საკითხების თემებში გრანტი კარგად იქნა ათვისებული ზესტაფონის სინამდვილეში და ერთი კარგი ქართული საქმე გაკეთდა“.

"ეკოსკვერი"  ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის "ორიონის" ინიციატივით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "საქართველოს კლიმატის პროგრამის" საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოეწყო.

Print