ახალი ამბები
განათლების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ამილახვარი დაინიშნა
FaceBook
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას გიორგი ამილახვარი დაიკავებს.

ამილახვარმა, რომელიც 2021 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, მიხეილ ჩხენკელი შეცვალა.

გიორგი ამილახვარი 2018-2019 წლებში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2010-2020 წლებში იყო თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი სამართალში; 2008-2010 წლებში ლიეტუვური საინვესტიციო კომპანია შპს „სავერუსის“ საქართველოს ფილიალის, „სავერუს ჯორჯიას“ მთავარი იურისტი; 2007-2008 მუშაობდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

გიორგი ამილახვარს განათლება სამართალმცოდნეობის სპეციალობით აქვს მიღებული. მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

Print