ახალი ამბები
განათლების ყოფილი მინისტრი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა
FaceBook
განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

როგორც საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩხენკელი აკადემიურ საქმიანობას დაუბრუნდა.

ის გიორგი ამილახვარმა ჩაანაცვლა, რომელიც 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრის პოსტს 2019 წლიდან იკავებდა.




Print