ახალი ამბები
მიმდინარე წლის თებერვალში, ქუთაისის აეროპორტით 76 ათასამდე მგზავრმა ისარგებლა
FaceBook
2023 წლის თებერვალში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 75,733 მგზავრს და 256 რეისს მოემსახურა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, რეისების რაოდენობამ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 63%-ით, ხოლო მგზავრების რაოდენობამ 59%-ით გადააჭარბა.

ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.

2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს.

2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით შეასრულებს.

Print