ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში საპირფარეშოების შესაკეთებლად ტენდერი გამოცხადდა
FaceBook
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის ოთახებისა და ტუალეტების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 48 817 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. მერიამ აღნიშნული სამუშაოების შესასყიდად ტენდერი მიმდინარე წლის 4 მარტს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული ოთახისა და ტუალეტების სარემონტო სამუშაოები. ასევე, აღნიშნული თანხის სანაცლოდ, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე პასუხისმგებელმა კომპანიამ გამოსაყენებელი მასალის ხარისხი და ფერი უნდა შეათანხმოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. სამუშაოების შესრულება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

თეკლე მორგოშია
Print