ახალი ამბები
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის სამი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცოფის 3 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ცოფის შემთხვევები ძაღლზე დაფიქსირდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე გამოცხადდა კარანტინი, რაც ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას გულისხმობს, საკარანტინო პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება.

როგორც ამბროლაურის მინიციპალიტეტში აცხადებენ, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი უსაფრთხოების მიზნით დღეს, 18 მარტს, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება და უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების ოზურგეთის “ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში” გადაყვანა განხორციელდება.

ამასთან, აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს, ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს.

ცოფის, ლაბორატორიულად დადასტურებული, პირველი შემთხვევა 2 დღის წინ ამბროლაურის სოფელ კვაცხუთში დაფიქსირდა.


Print